კურტულმუში კემერონს პასუხობს – შევა თუ არა თურქეთი ევროკავშირში 3000წელზე ადრე

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა, რომ სამარცხვინოა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ევროკავშირს 3000 წელზე ადრე ვერ შეუერთდება -ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
“თუკი ვინმე ამტკიცებს იმას, რომ თურქეთის ევროკავშირში შესვლა 3000 წლამდე გაგრძელდება, ეს თურქეთისათვის კი არ არის სამარცხვინო, არამედ იმათთვის, რომლებიც აჟღერებენ მსგავს აზრებს” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
პოლიტიკოსის თქმით, ევროპელ კოლეგებს იმაზე მოუწევთ დაფიქრება, რა მოუვა გაერთიანებას 30 წელიწადში. “ჩვენს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ვასრულებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით”. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ “თურქეთი საერთოდ არ არის ევროკავშირზე დამოკიდებული” – თქვა კურტულმუშმა.

22 მაისს “თაიმერი” ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის განაცხადებით, თურქეთი არსებული ტემპებით ევროკავშირში გაერთიანებას 3000 წელზე ადრე ვერ მოახერხებს. მას მხედველობაში ჰქონდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო პროცესების განვითარების მსვლელობა.

banner
წინა სტატიაში“დღეიდან, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ხელისუფლებისკენ სვლას იწყებს”
შემდეგი სტატიაჩვენ დიდი პროცენტული მაჩვენებლით გავიმარჯვებთ