დევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას

დევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი განმარტავს, მოხდება დიფერენცირება და შემწეობა მხოლოდ იმ დევნილებზე გაიცემა, რომლებსაც ეს თანხა რეალურად ესაჭიროებათ.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა აცხადებენ, რომ რეფორმა აუცილებელია.

„ჩვენ გვინდა გავაკეთოთ გარკვეული დიფერენცირება, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ორიენტირებული იმ დევნილებზე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება, რომლებიც მართლა სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი თანამდებობები, კარგი ხელფასი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატია“შევესაბამები ამ თანამდებობას”- გოცირიძისთვის გაუგებარია რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა ევროსასამართლოში