დევიდ კემერონი ტერეზა მეისთვის პოსტს და ბინას ათავისუფლებს

22დღეს დევიდ კემერონი უკანასკნელად მივა დაუნინგ-სტრითის 10 ნომერში პრემიერ-მინისტრის რაგნში.
თავდაპირველად, ის საზოგადოებრივ პალატაში გაემგზავრება, სადაც ყოველკვირეულ სესიაში “შეკითხვები პრემიერ-მინისტრს” მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი ბუკინგემის სასახლეში, რომ დედოფალს გადადგომის შესახებ სთხოვოს.
“მივდივარ და იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მეტად ძლიერი გახდება. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მე მიყვარს” – განაცხადა კემერონმა Daily Telegraph-თან ინტერვიუში.
მის ადგილს დაუნინგ სტრიტზე 59 წლის, უკვე მთავრობის ხელმძღვანელი, ტერეზა მეი დაიკავებს, რომელმაც ძალიან მალე მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩამოაყალიბოს.
59 წლის მეი, წლების მანძილზე შს მინისტრის პოსტს იკავებდა. ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც ოპონენტმა ანდრეა მედსმა უარი განაცხადა ბრძოლაზე.

დევიდ კემერონმა, გადადგომის გადაწყვეტილება, 23 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გამოაცხადა, რომლის შედეგადაც ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს.

2

დღეს, შუადღით კემერონი ბოლო, 182-ჯერ უპასუხებს პარლამენტარების შეკითხვებს პრემიერის რანგში. მოგვიანებით, დედოფალს ეწვევა ტერეზა მეიც. ტრადიციის მიხედვით, ელისაბედ მეორე მას მთავრობის ჩამოყალიბებას შესთავაზებს, რომლის შემდეგადაც, მეი დაუნინგ სტრიტზე წავა უკვე, როგორც ბრიტანეთის მეორე ლედი. ამ პოსტზე პირველი ქალი მარგარეტ ტეტჩერი იყო, ასევე თორების წარმომადგენელი.

დევიდ კემერონს პრემიერის პოსტი 6 წელი და 62 დღე ეკავა. ეს პრემიერის სავარძელზე ყოფნის 22-ე შედეგია. თავისი 49 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იყო ქვეყანაში 1895 წლიდან, გრაფ როზენბერის დროიდან.
ტერეზა მეი ყველაზე ასაკიანი პრემიერი გახდება კეიმ კალაგენის შემდეგ (1976 წელი).

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: საქართველოს ნარკოკანონმდებლობა მალე ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება