არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ნარკოკანონმდებლობა მალე ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა მხარს უჭერს ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მალე საქართველოს ნარკოკანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება და ეს “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში მოხდება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკას და ბოლომდე მივიყვანთ იმ პროცესს, რომელიც ნარკოკანონმდებლობას ევორპულ სტანდარტებს დაუახლოვებს. მალე დაინახავთ, რომ ეს ჩვენი მუშაობის პირობებში მოხდება”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარტია “ქართული ოცნების” ახალი წევრების წარდგენისას საგურამოში, სადაც ის ერთ-ერთ წევრად პრემიერმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კემერონი ტერეზა მეისთვის პოსტს და ბინას ათავისუფლებს
შემდეგი სტატია“თუ თამარ ჟვანია შეეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას, შემოდგომაზე დამკვეთ ივანიშვილთან ერთად მოუწევს ციხის საკანში გადანაცვლება”