დეპუტატს არ აქვს ვალდებულება სახლიდან გამოსვლისას საქმის კურსში ჩააყენოს თადუმაძე- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ არის ვალდებული სახლიდან გამოსვლისას, როდესაც პარლამენტში მიდის, საქმის კურსში ჩააყენოს თადუმაძე, რომელიც ივანიშვილის ადიუტანტია. მისივე თქმით, მას არ გაუფრთხილებია დღეს პროკურატურა პარლამენტში მოსვლის თაობაზე და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

“რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა – რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. დიახაც, აუცილებლად ვივლი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი და არა მხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,”- განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტებს სწავლობს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში