დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ აქცია #სირცხვილიას მონაწილეს ხელი დაარტყა

ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის წინ შეკრებილი აქცია #სირცხვილიას მონაწილებიდან ერთ-ერთს ხელი დაარტყდა და საყვირი დაუმტვრია. დეპუტატი პარლამენტიდან გამოდიოდა, როდესაც მას სამოქალაქო აქტივისტები სტვენით გაეკიდნენ. ამ დროს ვიქტორ ჯაფარიძემ ერთ-ერთ აქტივისტს, სოლომონ ბაჯელიძეს ხელი დაარტყდა. ბაჯელიძე, ასევე, ამბობს რომ დეპუტატმა დედა შეაგინა და დაემუქრა.

პარლამენტის შესასვლელთან აქცია #სირცხვილიას მონაწილეები არიან შეკრებილნი. დღის განმავლობაში ისინი პარლამენტის შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა დაცვამ უფლება არ მისცა. მოგვიანებით პარლამენტის შესასვლელთან პოლიციამ კორდონიც გააკეთა. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე წარდგენას აპროტესტებენ. სწორედ მისი მინისტრობის დროს, 20 ივნისს ღამეს დაშალეს აქცია ძალის გადამეტებით. აქციის მონაწილეები მინისტრის გადადგომას 76-ე დღეა ითხოვენ

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილმა თოფიან სტრუქტურებში საკუთარი კადრები გაუშვა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – პარლამენტთან შევიკრიბებით, რომ ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას