დეპუტატებს მოვუწოდებ, პირველ რიგში, სახალხო დამცველის დასკვნას გაეცნონ – ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებმა ომბუდსმენის მიმართ ისეთი განცხადებები არ უნდა აკეთონ, როგორიცაა მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველი“.

ლომჯარია დეპუტატებს მოუწოდებს, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას გაეცნონ და თუ რაიმე კითხვა ექნებათ, მზად არის, მათთან პირადად ისაუბროს.

„საქართველს დეპუტატებს, საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს, კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ. მათ პირად შეხედულებებზე არ არის დამოკიდებული, თუ როგორ მოექცევიან სახალხო დამცველის დასკვნებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა და თუ დემოკრატიულ სახელწმიფოში ვცხოვრობთ, მათ ასეთი კომენტარები არ უნდა აკეთონ. პირველ რიგში, პარლამენტი და პარლამენტის წევრები არიან ვალდებულები, რომ ამ საკითხზე სერიოზულად იმსჯელონ. ამ დეპუტატებს მოვუწოდებ, პირველ რიგში, სახალხო დამცევლის დასკვნას გაეცნონ. არ არის ძალიან ვრცელი, დაახლოებით 10-11 გვერდია და თუ აქვთ რაიმე შეკითხვა, თუნდაც ჩვენი მოსაზრების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მზად ვარ, მივიდე მათთან და ამ საკითხზე ვისაუბრო“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, რომ უკრაინაში სახალხო დამცველი შეცვალეს, ნინო ლომჯარია მათ პასუხობს, რომ სახალხო დამცველი თავის გადაწყვეტილებებში არ ითვალისწინებს არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების მოსაზრებებს.

„ბატონ ზარქუას ვუპასუხებდი, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავის გადაწყვეტილებებში არ ითვალისწინებს არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების თუ მათი წარმომადგენლების მოსაზრებებს. ჩვენ ჩვენს ქმედებებში და გადაწყვეტილებებში ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენს დასკვნებს და მიგნებებს. ყველა განცხადება, რაც კი აქამდე რაიმე საქმესთან დაკავშირებით გაგვიკეთებია, მხოლოდ სახალხო დამცველის დამოუკიდებელი შეფასებაა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

წინა სტატიაშიარსებობენ ე.წ. სოცმედია „ტროიკები”, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიამას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, სწორი ნაბიჯი იქნება, პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება – სამადაშვილი