მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, სწორი ნაბიჯი იქნება, პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება – სამადაშვილი

მას შემდეგ, რაც ხვალ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება, პრეზიდენტმა გაითვალისწინოს მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართვა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაამარტივებს ჩვენს ამოცანას, რაც შეეხება ევროპულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის წინადადებას პრეზიდენტის მიმართ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიციას და აღნიშნა, რომ მას აქვს ომი გამოცხადებული ყველას წინააღმდეგ, ვინც მისგან დისტანცირებას ცდილობს.

“ქართულ ოცნებას” გამოცხადებული აქვს ომი ყველას წინააღმდეგ, ვინც უპირობოდ არ მონაწილეობს იმ მცდელობაში, რაც არის “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაცია. მაშინ, როცა ევროპარლამენტში მსჯელობა არის იმაზე, დაწესდეს თუ არა ივანიშვილისთვის სანქციები, “ქართული ოცნება” ყველაფერს ეცდება იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრონტი გახსნას იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დისტანცირება მოახდინოს მათი პოლიტიკური პროექტიდან, გამონაკლისი არც სალომე ზურაბიშვილია,”- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატებს მოვუწოდებ, პირველ რიგში, სახალხო დამცველის დასკვნას გაეცნონ – ლომჯარია
შემდეგი სტატიაუკრაინის ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული