არსებობენ ე.წ. სოცმედია „ტროიკები”, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა – პაპუაშვილი

არსებობენ ე.წ. სოცმედია “ტროიკები”, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა – ესაა ხალხი, რომელსაც, რომ ჰკითხო, სალონურ ატმოსფეროში დაგიჯდებიან და მოგიყვებიან, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა და ამაზე ლექციას წაიკითხავენ „ფავერ ფოინთის“ პრეზენტაციიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯგუფი, რომელიც, ალბათ, რამდენიმე ათეულ ადამიანს მოიცავს, „ქმნის აღქმებს“.

„ძალადობის წახალისებაზე საუბრობდა სალომე სამადაშვილი. გააგრძელა მშვენიერი მარგალიტები ზიზღის ენის ენციკლოპედიიდან. მეორე პრობლემაა რაც ჩანს ხოლმე ასეთ შემთხვევებში – ეს ზოგადი ტენდენციაა, რასაც ოპოზიციის ნაწილი ცდილობს. სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, მაგალითად, სასამართლოს დისკრედიტაცია, როდესაც კვაზი ამხანაგური სასამართლოებით ჩანაცვლება ხდება – ეს სოცმედიაში იმართება. არის ე.წ. სოცმედია “ტროიკები”, „მედია ტროიკები“, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა, ან თუ იტყვიან, რომ ვიღაც უდანაშაულოა, უდანაშაულოა. ესაა ხალხი, რომელსაც რომ ჰკითხო სალონურ ატმოსფეროში დაგიჯდებიან და მოგიყვებიან, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ლექციას წაიკითხავენ „ფავერ ფოინთის“ პრეზენტაციიდან. სინამდვილეში, სულის სიღრმეში არიან „ტროიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც დაჯდებიან, კლავიატურაზე რაღაცას აკრეფენ და დაწერენ: დამნაშავეა – არ არის დამნაშავე, მოძალადეა- არ არის მოძალადე, პრორუსია – არ არის პრორუსი, დემოკრატია – ანტი დემოკრატია. შემდეგ ერთი ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში, არის ალბათ რამდენიმე ათეული ადამიანი, ქმნის ამ აღქმებს. ქალბატონი ანა წითლიძე კარგი მაგალითია – როგორც რაღაც იქნება აქეთ მხარეს, მაშინვე მიგვითითებთ – არის თუ არა ეს ეთიკურიო, სამაგიეროდ, იქით რომ არის რაღაც, თვალებს დახრით ხოლმე და აღარ გინდათ აღიარება. მაგრამ ის მაინც ვაღიაროთ, რომ ეს გაუხეშებული დისკურსი თუ ენა, არის ფაქტი. საქმე ისაა, როგორ გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან. გამოსავალი არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რადიკალური დღის წესრიგი მიატოვოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტორიტეტს პარლამენტი ვერასდროს მოიპოვებს, თუ აქ მყოფი ადამიანები ერთმანეთისკენ არა ხელებგაწვდილი, არამედ მუშტმოღერებულები მივდივართ – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიადეპუტატებს მოვუწოდებ, პირველ რიგში, სახალხო დამცველის დასკვნას გაეცნონ – ლომჯარია