დენის კირეევის ლიკვიდაციას ანატოლი შარი ადასტურებს

დენის კირეევი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დენის კირეევი ღალატში ამხილა, რის გამოც კირეევი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა და ის, უკრაინელმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა ანატოლი შარიმ დაადასტურა.

დენის კირეევი

უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებზე დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ცენტრში მოკლა. ამის შესახებ უკრაინელი ბლოგერი და ჟურნალისტი ანატოლი შარი წერს.

„გომელის პირველ შეხვედრაზე მომლაპარაკებელი კირეევი თავში გასროლით მოკლეს, ზუსტად კიევის ცენტრში“, – წერს შარი.

კირეევის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა უმაღლესი რადას დეპუტატის ალექსანდრე დუბინსკის განცხადებებიდანაც. პარლამენტარმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მომლაპარაკებელი ღალატში ეჭვმიტანილი იყო. როგორც ირკვევა, მან დაკავების დრო წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც ის მოკლეს.

2014 წლამდე კირეევი მუშაობდა საბანკო სექტორში, იყო Oschadbank-ისა და Ukreximbank-ის მმართველი ორგანოების წევრი. მოგვიანებით იგი კერძო ფონდების მენეჯმენტით იყო დაკავებული

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსია საჭირო, რათა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს