დემურ გიორხელიძე : მოქალაქეებიც და ბიზნესიც გაპარსვას უნდა ელოდონ – ხან აპარსავენ, ხან ჩაპარსავენ

ლარის კურსის ვარდნას ექსპერტები პოლიტიკურად გაურკვეველ სიტუაციასა და ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

გია ხუხაშვილი  ამბობს, რომ “ქვეყნის ეკონომიკას სისტემური რეფორმა სჭირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას შიდა ბაზარზე ორიენტირებულს გახდის”.

არსებულ ვითარებაში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ხედავს დემურ გიორხელიძე, რომელსაც ვითარების გამოსწორების პროგნოზის გაკეთება უჭირს.

„ეს არის ხელოვნური ფასი, რაშიც ეროვნული ბანკი ძალიან სუსტ როლს თამაშობს. პლიუს ამას ვაჭრობის სისტემა არის დახურული მხოლოდ ორი-სამი ბანკისთვის. ლარის კურსი განისაზღვრება ორი-სამი დიდი ინტერესთა ჯგუფის მოთხოვნებით. სანამ არ მოვისმენთ კარგ პოლიტიკას, მანამდე იქნება აღმა-დაღმა სვლა ანუ მოქალაქეებიც და ბიზნესიც გაპარსვას უნდა ელოდონ, ხან აპარსავენ ხან ჩაპარსავენ,“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

ეროვნული ბანკის მნიშვნელობაზე საუბრობს ლევან კალანდაძე. მიის მტკიცებით, სწორედ ეროვნული ბანკია მთავარი მოთამაშე არსებულ ვითარებაში და მის „პრაგმატულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული დედოლარიზაციამდე პერიოდში, როგორი იქნება დევალვაციით გამოწვეული ტვირთი მოსახლეობისთვის“.

banner
წინა სტატიაშიბაშარ ასადის მეუღლე: „ჩემი ქმარი თავაზიანია!“
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებისთვის კურსის გამოცხადების წესები შეცვალა