დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ:

· პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, პირდაპირ წარმოადგენს რადიკალური ჯგუფების წახალისებას, გამოიყენონ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ;

· იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობრივი ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და მას არ აქვს სპონტანური ხასიათი, შსს-ს მიერ მობილიზებული უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ეკიპაჟები ცალსახად არასაკმარისია ძალადობის შესაკავებლად;

· გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, პოლიციის უმოქმედობა, დააკავონ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები;

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:

Ø დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად;

Ø დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები შეკრების დასარეგულირებლად, რომელსაც უკვე აღარ აქვს მშვიდობიანი ხასიათი;

Ø დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” ოფისს კვერცხები დაუშინეს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალიან სამწუხარო და ყოვლად დაუშვებელია