დემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა – ლევან ბერძენიშვილი

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში ლევან მურუსიძის დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაყვწეტილებას, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წევრებიც აკრიტიკებენ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებს. თუმცა, უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ მიუხედავად უკმაყოფილებისა, ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

“მე არ მომწონს მურუსიძე და მისი არჩევა მიმაჩნია სამარცხვინო მოვლენად საქართველოს ისტორიაში. ის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში არასწორი, გულუბრყვილო და არადემოკრატიულია. დემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვეტყვით. ვინც მურუსიძე აირჩია, ყველა ის ადამიანი მიმაჩნია უღირს პიროვნებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში,” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრობლემა ის იყო, რომ ჩვენმა მხარდაჭერილმა წევრებმა დაუჭირეს მურუსიძეს მხარი – დავით ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია„ვერ გეტყვით ვინ მოხვდება ცვლილებებში და რომელი მინისტრები გააგრძელებენ მუშაობას“