დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაციაზე: შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებული შენს გვერდით შეიძლება მოკვდეს

“გერმანიის მოსახლეობის 60% ანუ თითქმის 50 მილიონი ადამიანი აცრილია. მხოლოდ გუშინ გერმანიაში აიცრა 361 178 ადამიანი. აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას. ნუ გაიძახით: თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე, რაღატომ უნდა ავიცრაო. შეიძლება დაინფიცირდე, მაგრამ აღარ გაგირთულდება და არ მოკვდები. ესაა განსხვავება!

ნურც იმას ამტკიცებთ მე ადვილად გადავიტან და ამიტომ არ ავიცრებიო. შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებული შენს გვერდით შეიძლება მოკვდეს. მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა!”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიმამა იოსებ ღლონტი ამბობს, რომ სტალინი დადებითად მიაჩნია
შემდეგი სტატიასამხარაძე – ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორ შეთანხებაში ეწერა