დეკანოზი თამაზ ლომიძე – სიშტერემდეა დასული ამათი უდარდელობა და უსწავლელობა

“შეიძლება კაცი იყოს უდარდელი, ზედაპირული, გულგრილიც, მაგრამ ასეთი შტერი დაუშვებელია იყოს კაცი და თან თანამდებობაზე იჯდეს. სიშტერემდეა დასული უკვე ამათი უდარდელობა და უსწავლელობა.

ტვინის განძრევა არ უნდათ. წარმოიდგინეთ, თქვენს სოფელში 14 წლის ბავშვზე, გოგონაზე სექსუალურად ორჯერ ძალადობს კაცი, რაიონში გყავთ პოლიციაც, პროკურორიც, გამომძიებელიც და ისეთი გამოშტერებულები არიან, რომ ბავშვზე სექსუალურად მოძალადე კაცს იმწუთას არ აკავებენ. ჯერ იძალადა ზაფხულში, შემდეგ მეორედ დეკემბერში და აქედან მხოლოდ ორი თვის შემდეგ ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა, დააკავეს მოძალადე.

გესმით, ძალოვნების რა დონის სიშტერეზე და მავნებლობაზეა საუბარი? რატომ გრძელდება ეს უბედურება ასე დაუსრულებლად, იცით? აი, იმ პოლიციელებს, პროკურორებს, გამომძიებლებს ხომ ჰყავთ ზემდგომი, იმასაც ხომ ჰყავს და სულ ზევითაც, ძალოვან უწყებას ხომ ჰყავს მინისტრი? უპატრონოები ხომ არ არიან? სადაა ზემდგომის უმკაცრესი რეაგირება? სად არის მინისტრი? რატომ არ ისჯება უმკაცრესად ზერელე და უპასუხისმგებლო პოლიციელი და პროკურორი, რომელთა უდარდელობამ და ამგვარმა სიშტერემ ბავშვის სიკვდილი გამოიწვია? რომ არ სჯით ასეთებს, იმიტომაა, რომ არ ეშინიათ და ფეხებზე ჰკიდიათ სხვა ძალოვნებსაც და ხვალ ზუსტად ისეთივე უდარდელობით გამოშტერებულები დაუდევრად მოექცევიან ძალადობის მომავალ მსხვერპლთაც. ესაა მიზეზი”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიანიკა მელიას ადვოკატები საშვის დაშვებას და პარლამენტში შესვლას ითხოვენ