დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ვწყევლი კირილე გუნდიაევს, სპირიდონს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს

“დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია და საეკლესიო ტრადიციული ტიპიკონით აღესრულება ერესიარქების (მწვალებლობათა მოთავეების) ანათემირება, შეჩვენება, დაწყევლა. საბჭოთა პერიოდადან მოყოლებული ეს წესი აღარ სრულდება ქართულ ეკლესიაში, რაც არამართლმართლმადიდებლურია და საეკლესიო ტიპიკონის დარღვევაა.

ვწყევლი და შევაჩვენებ ყველა ძველ ერსიარქს და მათთან ერთად შევაჩვენებ და ვწყევლი ახალ ერესიარქებს კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს, კაენის ცოდვის გამამართლებელ რუსოფილებს, სახარების უარყოფის, ქრისტეანობის გაყალბების, ეკლესიის გახრწნის, რელიგიის პოლიტიკურ იარაღად ქცევისათვის! ახალმოწამე უკრაინელ მართალ მამათა, დედათა, ბავშვთა სისხლი იყოს თქვენზე და ყველა თქვენს მიმდევარზე”,-წერს Facebook-ზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ქადაგებისას მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ “რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გაერთიანება და დიდი წმინდა რუსეთი შედგება”. გარდა ამისა, უკრაინაზე საუბრისას მან დაამატა: “სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს აირჩევ პრეზიდენტად, სასჯელს უნდა ელოდო”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის არტილერიამ 200 -მდე რუსული ტექნიკა გაანდგურა
შემდეგი სტატიამარიუპოლში გარდაიცვალა ორსული ქალი, რომელიც სამშობიაროს დაბომბვაში მოყვა