დეკანოიძე: რეჟიმი ყველანაირ უფლებას ართმევს მიხეილ სააკაშვილს

რეჟიმი ყველანაირ უფლებას ართმევს მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის სამოქალაქო ჰოსპიტალიზაციის, მაგრამ ჩვენთვის რაც არის მთავარი და რისთვისაც ვიბრძვით, ეს არის მისი თავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

კითხვაზე, როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს ციხე, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს სერიოზული ზეწოლის შედეგად შეიძლება, მოხდეს.

„ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად. მე არაერთხელ მითქვამს ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებრივი ზეწოლა, ეს არის ჩვენი საერთაშირისო ზეწოლა. რეჟიმი ყველანაირ უფლებას ართმევს მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის სამოქალაქო ჰოსპიტალიზაციის, მაგრამ ჩვენთვის რაც არის მთავარი და რისთვისაც ვიბრძვით, ეს არის მისი თავისუფლება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით მას პოზიცია არ შეუცვლია.

„მისი პოზიცია არ შეცვლილა და მე ვიზიარებ მის სულისკვეთებას, მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშველოვანი საკითხი. პირველი, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ პარლამენტში ვიაროთ ყოველდღიურად, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და დავაჭიროთ იმ ღილაკს ხელი, რომელიც აუცილებელია. ასევე, ვუთხარი მას, რომ აუცილებელია მისი ნახვა, თანამბერძოლების ნახვა, რაზეც მეთანხმება. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ იგი მოაქციოს იზოლაციაში, არ ჰქონდეს არავითარი საშუალება ჩვენთან კომუნიკიციის. რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი
შემდეგი სტატიაჩხეიძე – პრეზიდენტმა როდესაც თქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, რადგან მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება, ახლა მიხეილ სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს