ჩხეიძე – პრეზიდენტმა როდესაც თქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, რადგან მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება, ახლა მიხეილ სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს

საქართველოს პრეზიდენტმა როდესაც თქვა, რომ არ შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს, არა და არასოდეს, რადგან კარგად მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნებ, ახლა მან მიხეილ სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან გულქვაობას იჩენს და მისი დამოკიდებულება საპრეზიდენტო ვადის მიმდინარეობაზე ძალი ცუდ შედეგებს გამოიღებს, ძალიან უფერულად ჩაივლის მისი საპრეზიდენტო ვადა და არაფრით არ შერჩება საქართველოს ისტორიას.

„პრეზიდენტის მოვალეობაა, რაღაცით კვალი დაატყოს თავის პრეზიდენტობას. მე მახსენდება ერთი რამ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოხდა, როდესაც აქილევსი არ მიდიოდა ომში და დედამისმა უთხრა, თუკი ომში არ წახვალ, შენ ცხადია, გადარჩები, იცხოვრებ მშვიდობიანი ცხოვრებით, შენს საფლავზე მოვლენ შვილები, შვილიშვილები, მაგრამ შვილთაშვილებს შეიძლება არ ახსოვდე, მაგრამ თუკი ომში წახვალ, შეიძლება, შენ დაიღუპო, მაგრამ სამაგიეროდ, გექნება დიდება საუკუნეობრივი და ახლა შენ თავად იარჩიე, მშვიდობიანი ცხოვრება გინდა, თუ საუკუნო დიდებაო. აქილევსმა სიკვდილი და საუკუნო დიდება არჩია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმიტომ იკავებს საქართველოს პრეზიდენტი თავს, რომ ახლა მას ურჩევნია მშვიდობიანი ცხოვრება საუკუნო დიდებას, მაგრამ თუკი ამ დამოკიდებულებას შეცვლის, საუკუნო დიდებაც იქნება და თავისი ჰომეროსიც გამოუჩნდება აუცილებლად.

მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. როდესაც მან თქვა, რომ არ შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე კარგად მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება ახლა საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. მე ისიც მგონია, რომ ახლა ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს და მის ხელში იყოს სააკაშვილის შეწყალების ბერკეტები, აუცილებლად შეიწყალებდა ირინა ენუქიძე სააკაშვილს და მერე შეიძლება გიული ალსანიასთანაც მისულიყო კიდეც. ჩვენი ქვეყანა ვეფხვისა და მოყმის ბალადიდან მოდის, სხვათა შორის არ მთავრდება ოლღა გურამიშვილით, ეს გრძელდება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

წინა სტატიაშიდეკანოიძე: რეჟიმი ყველანაირ უფლებას ართმევს მიხეილ სააკაშვილს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს