დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხით მანიპულირება შეწყვიტოს

“ხიდაშელი ივანიშვილის მესენჯერი იყო რუსეთთან”, – ასე აფასებს “ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე პრორუსი ბიზნესმენის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხით მანიპულირება შეწყვიტოს, რადგან ამით შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ საზოგადოებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მტრებთან, ოლიგარქებთან არის პირდაპირ ხაზზე და როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიმართულებით იყო სწორედ ხიდაშელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, მესენჯერი იყო რუსეთთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პროპაგანდის გავლენის ქვეშ და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხს პროპაგანდისთვის გამოიყენებს იქნება დამნაშავე საქართველოს მოქალაქეების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების წინაშე”, – ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშითიბისის ციფრული ბანკი – მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად
შემდეგი სტატიალაზარე, როგორც სინდისის პატიმარი – მარტის აქციების მონაწილეები პრეზიდენტს ხვდებიან