დეკანოიძე – ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში

რას ამბობს ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ჩვენ, როგორც კი 43%-ს ქვემოთ დავტოვებთ „ქართულ ოცნებას“, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ეს უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ გააკეთა.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს. მისი თქმით, რეგიონებსა და თბილისშიც იგრძნობა ის განწყობა, რომ თვითონ პარტიაში აქვთ არეულობა. ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო, უკვე ღია სახე არის რუსული ინტერესებით საქმიანობა. მისივე მოსაზრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძის და „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის სახელით საუბრობს ბიძინა ივანიშვილი.

„შესაბამისად, საქართველოში დამყარებულია კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერს კრემლი, პუტინი და ლავროვი, ამიტომ, ახლა ამ არჩევნებს, ამ დოკუმენტს, შეთანხმებას და ჩვენს ძალიან სერიოზულ ბრძოლას, არჩევნებში ჩართვას აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, ასევე, 43%-ს ქვემოთ „ქართული ოცნების“ დატოვებას. ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ უნდა ჩამოიცილოს რუსული ხელისუფლება ძალაუფლებიდან. რა თქმა უნდა, ისევ უნდა აღასრულოს საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაშია. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ზუსტად იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რომ ჩვენ, მომავალ არჩევნებზე მთელი პროდასავლური ძალები უნდა ვიყოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ეს ხელისუფლება წარმოადგენს საფრთხეს ევროპული მომავლისთვის“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად
შემდეგი სტატია„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა