დეკანოიძე – ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი რუსული წახნაგებით აუცილებლად უნდა დავამარცხოთ

ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი რუსული წახნაგებით აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი არის „ქართული ოცნების“ დამარცხება. მე არცერთ კანდიდატს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან თავს არ დავესხმები, პირიქით, წარმატებას ვუსურვებ პროდასავლურ ოპოზიციას. რაც შეეხება გიორგი გახარაის პარტიას, ჩემთვის ისინი ოპოზიციურ ველზე არც არიან. ხოლო, რაც შეეხება ქართულ ოცნებას“, ყველას ერთობლივი მიზანია, რომ დავამარცხოთ. ადგილობრივი თვითმმართველობების უმაქნისი წარმომადგენლები, რომლებიც საერთოდ თვითმმართველობის გაგნებაში არ არის, უნდა ჩამოვიცილოთ. შესაბამისად, ერთად ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ 43%-ით დაბლა დავტოვოთ „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ძალაუფლებაში მოვიდეთ, მე ძალაუფლებაში მოსვლისთვის არ ვიბრძვი, ვიბრძვი ჩემი სამშობლოსთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი, რუსული წახნაგებით აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. კეთილდღეობა, განვითარება და შრომა… მე არ ვპირდები ყველას, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი ერთად კარგად იქნება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ადამიანის სამსახურშია, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი საუკუნის პროექტია
შემდეგი სტატიასამინისტრო – აჭარის სოფლებში covid 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება