დეკანოიძე: ჩემი საუბარი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან არის ავთენტური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის პროკურატურაში ამ ეტაპზე ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებას და იმის დადგენას ცდილობენ, ვინ და როგორ გამოიტანა უწყებიდან საიდუმლო ფაილები.

“ჩემი მოსვლა აქ არ ნიშნავს იმას, რომ მე ვენდობი გამოძიებას. მსურს მხოლოდ ერთი რამ, დავადასტურო, რომ ჩემი საუბარი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან არის ავთენტური… არ ვფიქრობ, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, თუმცა სწორედ ამიტომაც აუცილებელია, ჩემს მიერ დადასტურება ამ საუბრის. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, კიდევ არის სხვა ეპიზოდი ჩემზე და ოპოზიციის სხვა ლიდერებზე. ეს ეხება ჩემს დოსიეს, საცხოვრებელ ადგილს, საჯარო და პირად მონაცემებს 2020 წლის არჩევნების წინ. ეს არის ზუსტად ის სახე, რომელსაც აჩვენებს ქართული ოცნება”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ამ შუა ტყ…რის დროს რომ მირეკავ შეიძლება?!
შემდეგი სტატიაეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს