,,დედაენის” ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სამგანზომილებიანი ქანდაკება გაიხსნა

„დედაენის“ ბაღში დღეს, მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებელ ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში – სკამებშია დამონტაჟებული და მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.

„ძალიან საინტერესო კომპოზიცია შეემატა ქალაქს. აქ მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს სკულპტურა და ამავე დროს მოუსმინოს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას. ვფიქრობ, თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გაჩნდა მუსიკის მოყვარულთათვის“, – განაცხადა ია მაქაცარიამ.

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა.

download

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტომ აქცია – „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო
შემდეგი სტატიაილია მეორე მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება