დაზარალებულთა ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, რა სახის მხარდაჭერას ითვალისწინებს აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა

დაზარალებულთა ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი სკოტ ბარტელი განმარტავს, თუ რა კომპონენტებს მოიცავს აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა.

„როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულთა ნდობის ფონდი ემზადება საქართველოში დახმარების პროგრამის დასაწყებად. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ სიტუაციის შეფასება და მიმდინარე წელს დავასრულეთ. დახმარების პორგრამამ შეიძლება მოიცვას სამედიცინო მკურნალობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო საქმიანობის მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება. ჩვენი პროგრამა საქართველოში მოიცავს ამ კომპონენტებს და განხორციელდება 2008 წლის კონფლიქტის მსხვერპლთა სასარგებლოდ, მათ შორის იძულებით გადადგილებული და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები პირების. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის მხარდაჭერის პროგრამა, ჩვენ არ გავცემთ ფინანსურ კომპენსაციებს ან რეპარაციებს. რეპარაციების გაცემა ხდება სასამართლოს დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სკოტ ბარტელმა.

banner
წინა სტატიაში“თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ
შემდეგი სტატიასაჯარო სექტორის ხელფასები 60 მილიონით იზრდება