დავთანხმდი მეორე გადასხმას, სანამ საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ – ხოშტარია

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. პოლიტიკოსის თქმით, სასიცოცხლო პარამეტრების გასაუმჯობესებლად ის მეორე გადასხმის გაკეთებასაც დათანხმდა, რომ საფრთხე მოიხსნას.

“ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურადაა. როგორც ვთქვი, მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება, რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი – თირკმლის, ნერვოლოგიური, მოითხოვს ამ ჩარევას. მე არ მინდა ვინმემ ინერვიულოს, დაპანიკდეს, ეს არ არის რომ მე ვკვდები, არ გვინდა ზედმეტი მღელვარება, უბრალოდ თუ ეხლა სამედიცინო ჩარევას თირკმელზე და ნევროლოგიურზე არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს, ამიტომ მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ამან არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ ის ისევ კრიტიკულ დაბალ ზღვარზეა, დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება მედიკამენტებს მივიღებ”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიადოლიძე – სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი