დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით პეკინის 23-მ ნომერში მიმდინარე მშენბელობა შეჩერდა

თბილისში, პეკინის 23-მ ნომერში მიმდინარე მშენბელობა, რომელიც რამდენჯერმე გახდა მოსახლეობის პროტესტის მიზეზი – შეჩერდა.

მოლაპარაკებები ამის თაობაზე, დედაქალაქის მერიას, ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს შორის მიმდინარეობდა.

მრავალსართულიანი კორპუსის მშნებლობას აპროტესტებდნენ იმ საბავშვო ბაღის მშობლებიც, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს.

თბილისის საკრებულოში საბურათალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით ზურაბიშვილმა დღეს, მერიას ოფიციალური მიმართვაც გაუგზავნა, იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე მუნიციპალურმა ბაღმა საქმიანობა გააგრძელოს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩვენ შემოვიტანეთ ბავშვისთვის პირველი შეცდომის უფლება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” რეზოლიციის მიღებას ითხოვს