დავით უსუფაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ კომენტარი არ გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა NDI -ის კვლევის შედეგების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. უსუფაშვილს ჟურნალისტებმა NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით შეკითხვები სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ორგანიზებით მიმდინარე ფორუმის დატოვებამდე დაუსვეს, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებს შეეხება.
“ჩემთვის რაც გავრცელდა, ეს არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პრობლემები. მოსამართლეთა სპეციალიზაციის საკითხები, საქმეთა გადანაწილების კრიტერიუმები. ძალიან საინტერესო დოკუმენტები გავრცელდა დღეს ჩემთვის”, – განაცხადა უსუფაშვილმა დასმულ შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც დღეს გავრცელდა.
NDI -ის გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ი – 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავა, პოლიტიკურად მოტივირებულია
შემდეგი სტატიააქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს