NDI-ი – 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავა, პოლიტიკურად მოტივირებულია

სამაუწყებლო კომპანია

NDI-ის კვლევის თანახმად, 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა, უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.
გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 14%-ის პოზიცია გაურკვეველია და აცხადებს, რომ არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება. კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის უმთავრესად მოტივირებული კერძო მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების და ემსახურება კანონიერი მფლობელის დადგენას, აღნიშნულ მოსაზრებას 36% ეთანხმება; 34% აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება; 15% არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება, ხოლო 15%-მა არ იცის. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 15% ორივე მოსაზრებას ეთანხმება – იმას, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და ასევე იმას, რომ ეს საქმე უმთავრესად მოტივირებულია კერძო მხარეთა შორის დაპირისპირებით.
NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის გამოკითხულთა 22% არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემდა ხმას
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ კომენტარი არ გააკეთა