დავით უსუფაშვილი: ვიდრე არ გამოცხადდება საბოლოო ანგარიში, არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2015 12:02

დავით უსუფაშვილი: ვიდრე არ გამოცხადდება საბოლოო ანგარიში, არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის დასკვის გამოქვეყნების გადავადება მხოლოდ ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე მოხდა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, საქართველომ ანგარიში უნდა გაუწიოს ევროკომისიის მუშაობის დღის წესრიგს და მოთმინებით დაელოდოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მოლოდინით პოზიტიური იქნება.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც ჩვენგან ევროპა ელოდა. ჩვენ ველით პოზიტიურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიდრე არ გამოცხადდება საბოლოო ანგარიში, არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ. ეს ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიქნებით კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ასევე, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპის 28 ქვეყანა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა. ახლა რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამისთვის მათ გადაწყვიტეს, რომ სჭირდებათ კიდევ რამდენიმე დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტექნიკური და არა არსობრივი შეფერხება. თუ ჩვენ გვინდა კოლექტიური სისტემის წევრი ვიყოთ, ანგარიში უნდა გავუწიოთ მათი მუშაობის პერიპეტიებს. ასე რომ, პროცესი წინ მიდის. საუბარია მხოლოდ რამდენიმე დღიან შეფერხებაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემაზე და ევროკომისიის დასკვნაზე უნდა ჩატარებულიყო, გადადო.

როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2015 12:02

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics