“მოკრძალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სავიზიტო ბარათია ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში”

ყოველგვარი მოკრძალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის სავიზიტო ბარათი ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში , – ასე უპასუხა საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ იყო მისი უწყება ჩართული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში.
მინისტრის განმარტებით, დირექტივების ძალიან დიდი რაოდენობა მოდის სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროზე.
“მე ვფიქრობ, ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ვართმევთ თავს. უფრო მეტიც, ჩვენ რამოდენიმე დირექტივა დავაჩქარეთ იმ დედლაინებთან შედარებით, რომელიც იმთავითვე იყო განსაზღვრული”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ვიდრე არ გამოცხადდება საბოლოო ანგარიში, არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში
შემდეგი სტატიაუსუფაშვილის თქმით “რესპუბლიკელები” ბოჭორიშვილს პოლიტპატიმრად არ განიხილავენ