დავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი, ეს არ არის სასურველი მოვლენა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის, რომ უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ დაუკომპლექტებელია, სასურველი არ არის.

„თუ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცა, ამის გამო ვწუხვარ. ვწუხვარ ორი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ სამივე წარდგენილ კანდიდატურას ჩემი ხმა ჰქონდა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე. ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაქვს ვწუხდე, იმიტომ, რომ ამით უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი – ეს არ არის სასურველი მოვლენა. თან, ეს პროცესი გაიწელა უკვე ორ თვეზე მეტია. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ გაგრძელდება ეს ეტაპი, პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო. ყველასთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატები მსოფლიოში არ არსებობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ. ასე ხერხდება ხშირად. მაგალითად, ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხერხდა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და ეს იყო სწორი. იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც ამას როგორმე მოვახერხებთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული, აქ ყოფნა უკიდურესად სასარგებლო იყო