დავით უსუფაშვილი : არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, „რუსთავის 2“-თან დაკავშირებული დიდი თუ პატარა თემა ყოველთვის იწვევს ხელის გაშვერას ხან არსებული მთავრობისკენ ხან ყოფილი მთავრობისკენ. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან „რუსთავი 2“-ს დაებედა ასეთი ბედი და ეს დიდწილად შესაძლოა თავად მათი არჩევანია, რომ ასეთი მეპატრონეები თუ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა. თუ სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უბრალოდ, ვისურვებ, რომ ძალაში დარჩეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ეს იქნება ვიღაც სხვის პოლიტიკური გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ თავად მოდავე მხარეები“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი, ეს არ არის სასურველი მოვლენა