დავით უსუფაშვილი : სულხან მოლაშვილს ბევრი თანამოქალაქის ტვირთის ზიდვა მოუწია

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საშინლად ვწუხვარ, სულხან მოლაშვილს სტუდენტობის წლებიდან ვიცნობდი და ბევრი რამ ერთად დავიწყეთ ახალგაზრდა პროფესიონალებმა, მათ შორის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თანადამფუძნებლები ერთად ვიყავით, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ

“სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო არა მარტო მისი გარდაცვალებით გამოწვეული დანაკლისი და სინანული, არამედ იმ წლების გამო და იმ ტანჯვის გამო, რომელიც ამ ადამიანმა გამოიარა წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, მას მოუწია ძალიან ბევრი თანამოქალაქის ტვირთის ზიდვა და ერთ ადამიანში მოიყარა თავი უზარმაზარმა ტრაგედიამ”,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ქაშუეთის ეკლესიაში, სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 29 ივნისს საფრანგეთში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშინუტელა-ჯიჰადმა ერაყში თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ