დავით უსუფაშვილი : ,,ხვალ არ სრულდება არჩევნები ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს”

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საკუთარ მხარდამჭერებს და ამომრჩეველს უკანასკნელად მიმართავენ. საზოგადოებას მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილს განცხადებით, ხვალ არ სრულდება არჩევნები, რადგან ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება. ამიტომ ხელისუფლების და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა იქნება 8 ოქტომბრიდან მეორე ტურამდე მშვიდობის შენარცუნება.

,,ხვალ არ სრულდება არჩევნები ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს, ხვალ საღამოს მდგომაროებით შესაძლოა ყველაფერი ცხადი არ იყოს, აქედან გამომდინარე ჩვენ ყველას გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასატარებელი ,რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე არ დავუშვათ სპეკულაციები და მცდელობები, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოშობას არ შეეცადოს ვინმე,“-განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაქუთაისში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს