ქუთაისში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

ქუთაისში წუხელ მომხდარ შემთხვევას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.

როგორც მთავარი პოკურატურის პრესსამსახურში განმარტავენ, გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს ერთი პირი. დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას. საბედნიეროდ დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 115-ე მუხლით.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვინაიდან გასროლა განხორციელდა პოლიციელის იარაღიდან, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას.

“უახლოეს მომავალში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,- აცხადებენ მთავარ პოკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ,,ხვალ არ სრულდება არჩევნები ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს”
შემდეგი სტატიადევნილებს, რომლებმაც ამხანაგობები შექმნეს, საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ