დავით უსუფაშვილი: აღინიშნა რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, პრაქტიკულად ყველა ასპექტი იყო განხილული. საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოებისა და ვიზალიბერალიზაციის თემებსაც.

“ყველა მიმართულებით აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, ყველა მიმართულებით აღინიშნა ის რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით, დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება და ჩვენ სულ უფრო და უფრო უკეთესი ახალი ამბები შეიძლება გავიგოთ ამ ყველაფრიდან. გვქონდა საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ქალბატონი მოგერინი არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს ხედავს სათანადოდ, არამედ საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის აწყობისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ ტენდენციებზე, რაც შეინიშნება სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ ახალი, ძლიერი მოთამაშეების შემოსვლა, ახალ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ საკითხებში – ჩინეთის, ირანის. ფედერიკა მოგერინი უშუალოდ იყო ჩართული ირანთან მოლაპარაკებების პროცესში და მას რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ არა მხოლოდ მოლაპარაკებები დასრულდეს სათანადოდ, არამედ მისი შემდგომი პროცესიც. ამიტომ ჩვენი როლი ამ ახალ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ
შემდეგი სტატია“საქართველო მზადაა სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში”