დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეხმაურება.
დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვის ვინაობა იდენტიფიცირებულია და საკითხში ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ჩაერთო.
„უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიდის ინტენსიური მუშაობა.შოკისმომგვრელი ფაქტია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ. ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღი და ფორმატი ჩემთვის უცნობია
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის განხილვა სასამართლოში ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდება