დავით სერგეენკო: სამთავრობო ცვლილებებზე პრემიერი რამდენიმე დღეში მკაფიო განმარტებას გააკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ჯერჯერობით არ აზუსტებს, პოსტზე დარჩება თუ არა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ საკითხზე განმარტებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

„თანამიმდევრობა უნდა დავიცვათ და ამის შესახებ პრემიერი რამდენიმე დღეში ძალიან მკაფიო განმარტებას გააკეთებს. დავრჩები თუ არა, ამის შესახებ კონსულტაციები რა თქმა უნდა იყო, თუმცა ნამდვილად არ მინდა დავარღვიო გარკვეული ქცევის კოდექსი და დავასწრო პრემიერს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დასახელება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის რამდენიმე წევრმა შესაძლოა, საქმიანობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძოს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსის დროებითი ცვლილების გამომწვევ მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე: დათო ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი