დავით სერგეენკო და მარიამ ლაშხი „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯომარე დავით სერგეენკო და საბჭოს წევრი მარიამ ლაშხი ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო მიუსაფარ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

„ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ბავშვის უფლებათა კოდექსის მონიტორინგს ახორცილებს. 1 ივნისს, პარლამენტში გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მიუსაფარ ბავშვთა უფლებების კუთხით სიღრმისეული კვლევის ჩატარება, რაც გამოავლენს საჭიროებებს და სხვადასხვა მომსახურებების ეფექტიანობას მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით. დღეს შევთანხმდით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვიყენებთ საზედამხედველო ინსტრუმენტს და პარლამენტში მალე დავიწყებთ თემატურ მოკვლევას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საშემოდგომო სესიაზე უკვე გვქონდეს კონკრეტული რეკომენდაციები და საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებებისგან მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ლაშხმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიამარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება ადამიანების სიკვდილით დასჯის ტოლფასია – იტალია