მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება ადამიანების სიკვდილით დასჯის ტოლფასია – იტალია

იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან ვირტუალური შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად გადამწყვეტი იქნება.

“მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ველით მკაფიო და კონკრეტულ სიგნალებს რუსეთისგან, რადგან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მილიონობით ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მძევლად აყვანასა და სიკვდილით დასჯას ნიშნავს”. – თქვა დი მაიომ.

ამასთან ერთად, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა აღნიშნა, რომ საწვავისა და ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების ზრდა მის ქვეყანაში სიტუაციას ძაბავს. მისივე თქმით „დაინტერესებულ მხარეებზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რათა მარცვლეულისა და სხვა საქონლის უსაფრთხო ექსპორტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველყონ“.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო და მარიამ ლაშხი „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე: ნებისმიერი საათი, რომელსაც ერთმანეთთან კინკლაობაში ვკარგავთ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები