დავით სერგეენკო : 400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 8, 2018 12:58

დავით სერგეენკო : 400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს

400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა,„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაზე, პენსიის 400 ლარამდე გაზრდის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, 400 ლარამდე პენსიის გაზრდის დაპირება აბსოლუტურად არარეალურია.

„ასაკით პენსიები ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის მდიდარი ქვეყნებისთვის, არის გამოწვევა. როდესაც პენსიაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, ყველა ნაბიჯი, იქნება ეს დაპირება, პროექტის გაზიარება თუ მისი შესრულება,იყოს რეალისტური. 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 1,9 მილიარდი, რაც გამოიყოფა ასაკით პენსიისთვის, გაორმაგდეს. თანხის გაორმაგება ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური, სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია და არმია, უნდა ჩამოიშალოს საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუმცა აბსოლუტურად არარეალურია”, – განაცხადა დავით სერგენკომ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 8, 2018 12:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics