დავით საყვარელიძე შოთა უტიაშვილს: ახლა ყველაფერში დამნაშავე მიშაა?

მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა, სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მაღაჩინოსებს შოთა უტიაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის დაპირპისრების მიზეზი გახდა.

დავით საყვარელიძემ შოთა უტიაშვილის „ფეისბუქ“ კომენტარს უპასუხა, სადაც უტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებს.

“რა თქმა უნდა, ყველაფერში დამნაშავე ეხლა მიშაა და მისი ეგოცენტრიზმი და რომ არა მისი ხელშეშლა, დანარჩენი ლომები დაფლითავდნენ ბიძინას მოულოდნელად ხომ Shota Utiashvili?! და ამიტომ ეხლა ყველა დარაზმული უნდა შევიდნენ და გაუპრავონ რაც მოხდა?! საოცრება პირდაპირ. ანუ ლოგიკა სადაა? “ნეტავი ქოცები უფრო ნაკლებად შეგვეშინებინა და შეუმჩნევლად მოგვეპარა გამარჯვება”- პრინციპში არც რუსული ლიბერალირი პარტიის მოდელა ცუდი. არიან თავისთვის, არავის უშლიან ხელს და მიდის პროცესი. მთავარია, ხომ ლიბერალური იდეების მატარებლები არიან…. ყელამდე განავალში სხედან, მაგრამ მაინც არიან….” – წერს დავით საყვარელიძე შოთა უტიაშვილს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე “თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ