ირაკლი კობახიძე “თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

“ზოგადი სახით ადრეც განვაცხადე, რომ არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპატიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, თუმცა ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პარტია “თავისუფალმა დემოკრატებმა” რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა საარჩევნო პერიოდში, რის გამოც გაუჭირდა პარტიას ბარიერის გადალახვა .

“კონკრეტიკისგან თავს შევიკავებდი, რადგან სხვა დღის წესრიგი გვაქვს დღეს. არჩევნები დასრულებულია, ვემზადებით, რომ შევუდგეთ მუშაობას პოსტსაარჩევნო პერიოდის შემდეგ. ეს არის ჩვენი დრის წესრიგი. საბოლოო კომენტარებს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, ზუსტად რა ხდება “თავისუფალ დემოკრატებში”, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნება თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე შოთა უტიაშვილს: ახლა ყველაფერში დამნაშავე მიშაა?