დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის მომხრეა

დავით საგანელიძისთვის საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია კვლავ აქტუალურია, თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობას ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ აქვს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ფონდის ბაზაზე საქართველოს განვითარების კორპორაციის შექმნა სამომავლოდ ფონდის საქმიანობისთვის უკეთესია, თუმცა იზიარებს მთავრობის არგუმენტსაც, რომ ფონდი დღევანდელი ფორმით უნდა შენარჩუნდეს.

როგორც დავით საგანელიძემ ყვარელში მედიასემინარზე.განაცხადა, აუცილებელია ზუსტად იცოდეს ფონდი ბიუჯეტიდან რამდენს მიიღებს. მისი თქმით, პროექტების დაგეგმივსთვის უკეთესია ფიქსირებული გადასახადი და არა დამოკიდებულება დივიდენდებზე.

საპარტნიორო ფონდის კაპიტალი 3.5 მილიარდი დოლარია. ფონდის საკუთრებაშია (მართვის უფლების გარეშე) 5 მსხვილი სახელმწიფო ობიექტი და ფონდის შემოსავალი დამოკიდებულია დივიდენდებზე. საპარტნიორო ფონდი არაპირდაპირ ფინანსდება ბიუჯეტიდან.

banner
წინა სტატიაშიარცერთ კანდიდატს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ოცნების წარმომადგენელია ორივე – გიორგი როყვა
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტური შეფერხებების გარეშე დაიწყო