დავით საგანელიძე: ძალიან სწორია, რომ სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ძალიან სწორია, რომ პარტია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, მომავალ პარლამენტში უმრავლესობა უნდა იყოს ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკაში ახლა მოდიან, რომლებმაც უნდა შექმნან საქართველოს მომავალი.

„გიორგი კვირიკაშვილი თვითონ ახალგაზრდა ადამიანი, ძალიან დიდი გამოცდილებისაა უკვე. მიმაჩნია, რომ ძალიან სწორია, რომ ის იქნება სიის პირველი ნომერი. მეორე მხრივ, ის სერიოზული საქმიანობა, ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც მთავრობას აქვს და რომლითაც ბატონი გიორგი ხელმძღვანელობს, არ უნდა შეფერხდეს იმის გამო, რომ გიორგი რაღაც პერიოდში სიის სათავეში იქნება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ნორმალური. თუმცა, ოპოზიციისაც მესმის, რომ მათ გარკვეულად თემა გაუჩნდათ, რომ რაღაც საკითხებზე ისაუბრონ. მე მგონი, ეს უმნიშვნელოა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება ახალი სახეების გამოჩენას პარტია „ქართულ ოცნებაში“, საგანელიძის თქმით, ზოგი მათგანი იცის, ზოგი კი არა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში ბევრი ახალი სახელი იქნება“, – განაცხადა საგანელიძემ. თუმცა, მას კონკრეტული პიროვნებების შესახებ არ უსაუბარია.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი წარდგენილი იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს