დავით ქაცარავა: მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეშია და ე.წ. სასამართლოს ელოდება

დავით ქაცარავა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეშია და ე.წ. სასამართლოს ელოდება:

“რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ მამუკა ჩხიკვაძე იმყოფება ცხინვალის ციხეში და ელოდება ე.წ. სასამართლოს.

მასთან ერთად საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული კიდევ:

1. ჩხიკვაძე

2. კანიაშვილი

3. ნათაძე

4. მეგრელიშვილი

5. გოგიჩაშვილი

6. ხეთერელი

7. ???

8. ???

9. ???

10. ბებუა(სოხუმის ციხე)

ამ სამი უცნობი მოქალაქის ვინაობის და მათი მდგომარეობის გარკვევას ვცდილობთ, შესაძლოა, ისინი უკვე გამოშვებულებიც იყვნენ.

დანარჩენი მოქალაქეების ბედი კი კვლავ გაურკვეველი და საფრთხის შემცველია.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მათ გადასარჩენად!” წერს ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი : “UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო”
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა