დავით პეტრიაშვილი პატრულის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას  საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი ქვეითად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.
საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურის პრესსამსახურის თქმით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.
დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე უცხოურში. პეტრიაშვილი იკავებდა უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის “დინამოს” ყოფილი მმართველი დირექტორი.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებულებს, სავარაუდოდ, დღეს გამოუშვებენ