ოკუპანტების მიერ გატაცებულებს, სავარაუდოდ, დღეს გამოუშვებენ

ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან, ოკუპანტებმა ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, დაკავებულებს სავარაუდოდ, დღეს გამოუშვებენ.

“სოფელი ჭვრინისიდან არის გატაცებული ქალბატონი ხარაზიშვილი და ასევე ბატონი. საქონელი ყავდათ გაშვებული მინდორში. საქონელმა მოიგო ხბო და დასახმარებლად გაყვა მეზობელი. მოხდა მათი დაკავება. ერთ-ერთ დაკავებულს იქით მხარეს ნათესავები ყავს და იმათ შემოუთვლიათ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და სამშაბათს გამოუშვებენ”, – განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბრისას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

როგორც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში განაცხადეს, დაკავებულებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

banner
წინა სტატიაშიდავით პეტრიაშვილი პატრულის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას