დავით ფაცაცია: მადლობა ყველა გმირს

⓽ აპრილი – ①⑨⑧⑨ წლის ტრაგედიისა და ①⑨⑨① წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
①⑨⑧⑨ წლის ⓽ აპრილს საბჭოთა რეჟიმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც ②① ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასობით ადამიანის დაჭრა, მოწამვლა და დასახიჩრება მოჰყვა. აღნიშნული საყოველთაო დაუმორჩილებლობის შედეგად ①⑨⑨① წლის ⓽ აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
სიმბოლურია, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავის განწირვასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, აერთიანებს ერთი დღე – ⓽ აპრილი.
ზუსტად ③⓪ წლის წინ ქართველმა ერმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, რითაც ⓽ აპრილი იქცა საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ.
განსაკუთრებით დღეს, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ②⓪% ოკუპირებულია და მათი მხრიდან პერმანენტულად გრძელდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, მნიშვნელოვანია, ქართველმა ერმა ისევ გამოიჩინოს ეროვნული ერთიანობა და დაიცვას ის ფუნდამენტური ღირებულებები, რის უზრუნველყოფასაც ჩვენმა მოქალაქეებმა გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე.
მადლობა ყველა გმირს, რომელთა სამაგალითო ერთობისა და თავდადების წყალობით საქართველომ მოიპოვა თავისუფლება და აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა-წერს დავით ფაცაცია.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო