ღარიბაშვილი – დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ -ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ დღეს პრემიერმინისტრი ეხმაურება:

დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.
9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ.
მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა.” წერს ირაკლი ღარიბაშვილი

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თამაზ ლომიძე: არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია: მადლობა ყველა გმირს